ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ფოტორეპორტაჟი აქციიდან “მშვიდობა ომზე მეტია”

როგორც მოგეხსენებათ, არჩილ ტატუნაშვილი ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს. 23 თებერვალს კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ის დაკავების შემდეგ გულის უკმარისობით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.

ამიტომაც, კვირას, 4 მარტს, თავისუფლების მოედანზე – არჩილ ტეტუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

“არტნიუსი” გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს აქციიდან “მშვიდობა ომზე მეტია”:

Displaying IMG_2642.JPG

Displaying IMG_2635.JPG

Displaying IMG_2663.JPG

ფოტოგრაფი ლუკა ბედოშვილი

კომენტარები

კომენტარი