კულტურა

აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია (ვიდეო)

აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად, ამერიკულმა ფეისბუქ გვერდმა “CHEESE INSIDER” ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ისეთი კერძებია წარმოდგენილი, რომლებშიც ყველი დომინანტურია. ერთ–ერთი ასეთი კი აჭარული ხაჭაპური გამოდგა.

ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ ეს ქართული ტრადიციული კერძია, რომელიც ცომისგან, გახეხილი ყველისგან, კარაქისა და კვერცხისგან შედგება. აღსანიშნავია ის, რომ საზოგადოებამ უკვე შეამჩნია მსგავსება ბრუკლინურ კერძსა და აჭარულ ხაჭაპურს შორის.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის 23 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა და ასი ათასობით ფეისბუქ მომხმარებლმა გააზიარა.

“არტნიუსი” გთავაზობთ ვიდეოს:

 

კომენტარები

კომენტარი