არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება

დრონით გადაღებული ორიგინალური არქიტექტურული ნიმუშები

კამილო მონზონ ნავასი კოლუმბიელი ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომლის ხედვაში ქალაქ ბოგოტას შესანიშნავი არქიტექტურა მოექცა. ის გასცდა ურბანული ფოტოხელოვნების სტანდარტებს და ფოტოები დრონის საშუალებით გადაიღო.

კოლუმბიის დედაქალაქი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი და კოლუმბიის ყველაზე დიდი ქალაქია. ფართობის მიხედვით, ბოგოტა მსოფლიოს 30 უდიდესი ქალაქის სიაშია. მესამეა ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქებს შორის (2 625 მ). (ლა-პასისა და კიტოს შემდეგ). ბოგოტაში არაერთი უნივერსიტეტი და ბიბლიოთეკაა, ამიტომ მას ხშირად „სამხრეთ ამერიკის ათენსაც“ უწოდებენ.

ქალაქი თავისი არქიტექტურული მრავალფეროვნებითაა გამორჩეული, რომლის ისტორია ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან იღებს, თუმცა ძირითად ხიბლს ამ დასახლებას მე-20 საუკუნეში აგებული ორიგინალური არქიტექტურული სტილის ნიმუშები სძენენ.

ნავასის მიერ გადაღებული ფოტოების ნაწილი ასახავს ცნობილი არქიტექტორის როჯელიო სალმონას ნამუშევრებს. როგორც ფოტოგრაფი ამბობს, ბოგოტას ნახვა ციდან საინტერესო იყო. ამ ექსპერიმენტის საშუალებით მან საზოგადოებას საშუალება მისცა ნათლად დანახულიყო ის შესანიშნავი შენობები, რომლებიც ამ ქალაქში ნახევარ საუკუნეზე მეტია დგას.

Drone Photography of Bogota

Drone Photograph of BogotaDrone Photograph of Bogota

კომენტარები

კომენტარი