ვიზუალური ხელოვნება

ხელოვნების სასახლეში გოგი ხოშტარიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება

20 მაისს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში გოგი ხოშტარიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ბუნების თემაზე შექმნილი 75 ნამუშევარი, რომელთა შესაქმნელადაც ავტორმა გამოიყენა სანგინა, გუაში, აკრილი, ზეთი და პასტელი.

1964-1990წლებში გოგი ხოშტარია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მუშაობდა. 1990-1991წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. კითხულობდა ლექციებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს I კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. იგი არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და ორი მონოგრაფიის ავტორი. გამოფენა ხელოვნების სასახლეში 27 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი