სტილი, დიზაინი

”ფეისბუქის საშუალებით ყველას აფიქრებინებ, რომ შენი ცხოვრება იდეალურია”-რისთვის ვიყენებთ სოციალურ ქსელებს?

ფოტოგრაფიის, ილუსტრაციების და კომპიუტერული გამოსახულებების კომბინაციით, მიჩიგანელმა ხელოვანმა მაიკ კამპუმ შექმნა ნამუშევრები, რომლებიც მნახველის ყურადღებას ადვილად თავისი ორიგინალურობით აუცილებლად მიიქცევს, რადგან ის თანამედროვე ადამიანებისთვის ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეეხება.

თავის უკანასკნელ სერიაში, რომელსაც ანტისოციალური ჰქვია, კამპუმ საკუთარი ნიჭის გამოყენებით ჭკვიანურად წარმოაჩინა სოციალური მედიის უარყოფითი მხარე. მან შექმნა სპეციალური სარეკლამო აბრები მნიშვნელოვანი წარწერებით და ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განათავსა ისინი.

მდებარეობა ერთი ნიშნის მიხედვით შეირჩა – ტრაფარეტები მკაცრად იზოლირებულ სივრცეებში დგას, რათა ფოტოგრაფს საშუალება ჰქონდეს ასახოს უკაცრიელი გარემოს მთლიანი სურათი, სადაც არაფერია გარდა ამ ნიშნისა. მნახველს ვიზუალურად ეგონება, რომ აბრა გაზგასამართ სადგურს, ან სასტუმროს მიგასწავლით, თუმცა მცირე დაკვირვების შემდეგ მიხვდება, რომ ეს ნიშანი სხვა მიზნითაა განთავსებული და სოციალურ ქსელებს შეეხება. ავტორი ყველაზე პოპულარულ გვერდს ”ფეისბუქს” აღწერს როგორც ”ადგილს, სადაც შედიხარ და ყველას აფიქრებინებ, რომ შენი ცხოვრება იდეალურია”. ინსტაგრამზე კი ამბობს, რომ ეს სივრცე ყურადღების მიქცევის შესაძლებლობის უსასრულო სერიაა. ეს აბრები, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეცნობიერის კარგად მიმალულ ნაწილს ამხელენ და გვაჩვენებენ ყველასათვის საყვარელი სოციალური ქსელების ასე პრობლემურ ანტისოციალურ ბუნებას. ინსტაგრამი, ტვიტერი, სნეპჩატი, ფეისბუქი და სხვა ყველა ეს ვირტუალური საიტი თუ აპლიკაცია, მიმართულია იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთთან დაახლოვდნენ, თუმცა ამის პარალელურად ავლენენ საზიანო ეფექტსაც – გვტოვბენ მარტოებს ჩვენ საკუთარ ანტისოციალურ გარემოში.

Social Media Art Digital Artist Antisocial Mike Campau Photography

ინსტაგრამი – შემომხედე

Social Media Art Digital Artist Antisocial Mike Campau Photography

ტვიტერი – ჩემი პოლიტიკური ხედვა არის ყველა ან არაფერი. დაფუძნებულია სხვა პოსტებზე და მიმებზე.

Social Media Art Digital Artist Antisocial Mike Campau Photography

ლინკდინი- ხალხო, მე ნამდვილად ვერ დავადასტურებ ისეთ რაღაცას, რაც არ ვიცი.

Social Media Art Digital Artist Antisocial Mike Campau Photography

ფეისბუქი – ადგილი, სადაც შედიხარ და ყველას აფიქრებინებ, რომ შენი ცხოვრება იდეალურია

კომენტარები

კომენტარი