ლიტერატურა

თსუ-ში გამოფენა „ვეფხისტყაოსანი და რუსთაველის ეპოქა“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „ვეფხისტყაოსანი და რუსთაველის ეპოქა“ გაიმართა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს,  წელს, ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილე აღინიშნება, რაც  ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ქართველი ერის ისტორიაში.

„ვეფხისტყაოსანი არ არის მხოლოდ ლიტერატურა, ეს ჩვენი ფასეულობების საფუძველია და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მსოფლიო რანგის და კლასის ნაწარმოებია. შესაბამისად, ამ იუბილეს გარდა ადგილობრივისა საერთაშორისო მნიშვნელობაც აქვს. რუსთაველი და მისი უკვდავი პოემა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი სტუმრობის ერთერთი საფუძველი იქნება მომავალ წელს”- აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი