კინო

10 ყველაზე ცნობილი ფილმის ტოპოსი, რომლებიც ირეალური გვგონია

ფილმები დღევანდელ საზოგადოებაში ერთ-ერთი ინტელექტუალური რელაქსაციის საშუალებაა. ხშირად იქაური ადგილები კინემატოგრაფიული ეფექტები გვგონია, თუმცა, რეალურად, ადგილები, სადაც ფილმში აღწერილი მოვლენები ხდება, არათუ გამოგონილი, არამედ არსებულია. მეტიც, ისინი არც ისე შორსაა, როგორც გვგონია.

“არტნიუსი” გთავაზობთ 10 ტოპოსს, სადაც ყველასთვის ცნობილი ფილმებია გადაღებული.

1. ჰარი პოტერი

Related image

ოქსფორდის Dreaming Spires-ი ბევრ ფილმშია გადაღებული, მაგრამ ყველაზე თვალში საცემი მაინც ჰარი პოტერში გამოდგა.

2. ლამაზმანი

Image result for Beverly Hills pretty woman

1990-იანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი ლოს-ანჯელესში, კერძოდ, ბევერლი ჰილსზეა გადაღებული.

3. ბეჭდების მბრძანებელი

Image result for Lord of the Rings, Matamata

ტოლკინის გამოგონილი სამყარო “შუა მიწა” სინამდვილეში დედამიწაზე, ახალი ზელანდიის ერთ-ერთი სოფელია.

4. გლადიატორი

Image result for Ait Ben Haddou

გლადიატორის ფანებმა ყველა ცნობილი ფრაზა ზეპირად იციან, მაგრამ უმეტესობას არც გაუგია, თუ სად მიმდინარეობდა ფილმის გადაღებები. ეს ყველაფერი აფრიკაში, მოროკოს ერთ-ერთ ქალაქ აიტ ბენ ჰადოუში მოხდა.

5. ფორესტ გამპი

Image result for Forrest Gump, Savannah

ფილმში ფორესტ გამპი ჯორჯიას შტატში, კერძოდ, სავანაში იმყოფება. ამჟამად, ეს სკამი ძალიან ცნობილია და ბევრი ტურისტის ყურადღებას იქცევს.

6. ჯეიმს ბონდი: ოპერაცია სკაიფოლი

Image result for Glencoe

ფილმის გადაღების ლოკაციები თურქეთი, ლონდონი და შოტლანდია იყო, მაგრამ ჩამოთვლილთაგან შოტლანდიის ულამაზესმა ადგილმა – სკაიფოლმა უდიდესი ყურადღება მიიპყრო.

7. შიმშილის თამაშები

Image result for The Hunger Games, DuPont State Forest

შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი ბუნება მხოლოდ ფილმებშია, მაგრამ შიმშილის თამაშები რეალურ ადგილზე, Dupont State Forest-ში არის გადაღებული.

8. ვარსკვლავური ომები

Image result for Star Wars, Hotel Sidi Driss

ვარსკვლავური ომების მეოთხე ეპიზოდმა ტუნისის უდაბნოში მდებარე სასტუმრო სიდი დრისი საკმაოდ გააპიარა.

9. ავატარი

Image result for Avatar, Hawaii

ალბათ, ძალიან გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ ავატარი ჰავაიზე არის გადაღებული. მცირე კომპიუტერული ჩარევა და ეს ბუნება მართლაც არაამქვეყნიური ხდება.

10. შურისმაძიებლები

Image result for The Avengers, Cleveland

წარმოიდგინეთ საკუთარი სახლიდან რომ ისეთი სუპერგმირების ბრძოლას ხედავდეთ, როგორებიც არიან: რკინის კაცი, კაპიტანი ამერიკა და ა.შ. სწორედ ასე მოხდა კლივილენდში, როდესაც შურისმაძიებლებს (THE AVENGERS) ქუჩაში იღებდნენ.

კომენტარები

კომენტარი