კინო საშემსრულებლო ხელოვნება

კევინ სპეისი სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვია

კევინ სპეისი სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვია, მაგრამ, ამჯერად, შედეგი გაცილებით უფრო კრიტიკული და არასახარბიელოა.

KSF (Kevin Spacey Foundation) უკვე აღარ არსებობს იმის გამო, რომ მსახიობს უამრავი ადამიანი აბრალებდა სექსუალურ გადამატებას, ძალადობასა და შევიწროებას.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კევინმა თქვა, რომ იგი უბრალოდ თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს, რათა ბოლოს ერთიანად შეაფასოს ყველაფერი.

Nettflix-ის გადაწყვეტილებით, განვითარებული მოვლენების გამო კევინ სპეისი House of Cards-ის მეექვსე სეზონში აღარ მიიღებს მონაწილეობას. ასევე მალე დაიხურება KSF-იც.

The Trustees-ის გადაწყვეტილებით KSF ამ ბრალდებების ფონზე უკვე აღარ არის ღირებული და ამის გამო, ის 28 თებერვალს დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ KSF (Kevin Spacey Foundation) მომავალ მსახიობებს თავიანთი მიზნების მიღწევაში ეხმარებოდა.

კომენტარები

კომენტარი