არქიტექტურა, არქეოლოგია

არქეოლოგებმა ეგვიპტეში რამზეს მეორის ქანდაკების ნაწილები შემთხვევით აღმოაჩინეს

ასვანის სამხრეთ ნაწილში არქეოლოგებმა ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ფარაონის, რამზეს მეორის ქანდაკების ნაწილები აღმოაჩინეს, – ამის შესახებ Dailymail-ი წერს.

ქალაქში მიმდინარეობდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ერთ-ერთი ტაძარი, კერძოდ, კომ ომბო, უნდა დაეცვათ მიწისქვეშა წყლებისგან. გათხრებისას კი შემთხვევით აღმოაჩინეს რამზეს მეორის ქანდაკების თავი და ტანი.

ეგვიპტის მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს აღმოჩენა ქვეყანაში ტურიზმს განავითარებს. მათ, აგრეთვე, განაცხადეს, რომ ეს ეგვიპტის ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო.

ახლადაღმოჩენილ ქანდაკების ნაწილებს ჯერჯერობით უამრავი ექსპერტიზა და კვლევა უნდა ჩაუტარდეს. მეცნიერებმა სრულიად უნდა შეისწავლონ ის, რის შემდეგაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი თვალით იხილონ რამზეს მე–2–ის ქანდაკების ნაწილები.

არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ წააწყდებიან რამზესის ქანდაკების სხვა ნაწილებსაც.

Egypt's Antiques Ministry announced today the discovery of parts a statue of Ramses II. The head and chest of the statue of Ramses II were found in the Temple of Kom Ombo during a project to protect the site from groundwater

არქეოლოგებმა რამზეს II ქანდაკება აღმოჩინეს, რომელიც 3000 წლის განმავლობაში გაუჩინარებულად ითვლებოდა.

კომენტარები

კომენტარი