არქიტექტურა, არქეოლოგია

მსოფლიოს 10 ყველაზე საშიში ხიდი

ხიდი კაცობრიობის ერთ–ერთი ყველაზე მეტად საყურადღებო გამოგონებაა. კაცობრიობის ისტორიამ რამდენიმე განსაკუთრებული ხიდი შემოგვინახა როგორც მისი ვიზუალური მნიშველობით, ისე შინაარსითა და კონტექსტით, მაგრამ ამჯერად, “არტნიუსი” გთავაზობთ მსოფლიოს 10 ყველაზე საშიშ ხიდს:

10. კოლორადო, მეფე ჯორჯის ხიდი

Image result for 20. Royal Gorge Bridge, Colorado

ამ ხიდს, ამერიკის მასშტაბით, ქვეშ ყველაზე დიდი მანძილი აქვს. აგრეთვე, საინტერესოა მისი ისტორიაც. იგი 1929 წელს იქნა აგებული, მაგრამ მხოლოდ 50 წლის შემდეგ დაუმაგრეს ქარის რხევის საწინააღმდეგო კაბელები. მას შემდეგ კი ხიდის სანახავად უამრავი ტურისტი მოდის.

9. ვიეტნამი, მაიმუნის ხიდები

Image result for Monkey bridges, Vietnam

მეკონგის დელტაზე უამრავი მსგავსი ტიპის ხიდია, რომლებსაც ადგილობრივები მაიმუნის ხიდებს უწოდებენ.

8. პაკისტანი, ჰუსანის დაკიდული ხიდი

Image result for Hussaini Hanging Bridge, Pakistan

მათ, ვისაც გული აწუხებთ, ნამდვილად არ უნდა ისარგებლონ ამ ხიდით. ამ ხიდს მხოლოდ დამტვრეული საფეხურები არ ხდის საშიშს. მის გვერდით ძველი ხიდიცაა, რომელიც ჯერ კიდევ არის შემორჩენილი.

7. ფლორიდა, 11 კმ. სიგრძის ხიდი

Image result for Seven Mile Bridge, Florida

ეს თავის კლასში მეორე ხიდია. მისი კონკურენტი დეკომისირებული იქნა იმის გამო, რომ არ იყო სათანადოდ მაღალი, რათა გემებს თავისუფლად ემოძრავათ.

ალბათ ეს ხიდი არ გამოიყურება საშიშად, მაგრამ წარმოიდგინეთ 11,2 კილომეტრის გავლა ხიდზე.

6. ვაშინგტონის შტატი, თვალთმაქცობაზე გადასასვლელი ხიდი

Image result for Deception Pass Bridge in fog

ნისლიან ხიდზე მანქანის ტარება არც ისე საშიშია, მაგრამ ფეხით გავლა ნისლიან ხიდზე, სადაც იცით, რომ ქვევით 55 მეტრი სიცარიელეა, სრული სიგიჟეა.

5. ლუიზიანა, ტბა პონჩარტრეინის ხიდი

Image result for Lake Pontchartrain Causeway, Louisiana

მსოფლიოში წყალზე აშენებული ყველაზე გრძელი ხიდი, რომელიც მხოლოდ 5 მეტრითაა დაშორებული ტალღებს.

4. მალაიზია, ლანგკავის ცის ხიდი

Image result for Langkawi Sky Bridge, Malaysia

ხიდი მიწიდან 122 მეტრის სიმაღლეზეა ატანილი. იგი ბევრჯერ დაიხურა სერვისის ჩასატარებლად, მაგრამ ახლა სრულად ფუნქციონირებს.

3. მექსიკა, პუენტე დე ოჯუელა

Image result for Puente de Ojuela, Mexico

უკვე დიდი ხანია ეს ხიდი საფეხმავლო გახდა, რადგან დიდი ალბათობით იგი მანქანის წონას ვეღარ გაუძლებს.

ბოლო ხანებში გავრცელდა სტატია, სადაც მსოფლიოში ყველაზე საშიში გზები იყო ჩამოთვლილი და ამ სიაში მოხვდა პუენტე დე ოჯუელაც, რის გამოც, იგი ტურისტების ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

2. კოსტა რიკა, კეპოს ხიდი

9. Quepos Bridge, Costa Rica.

როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ამ ხიდს “სიკვდილის ხიდს” დაარქმევს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე მართლა სერიოზულადაა.

1. ფლორიდა, მზის ნათების საჰაერო მარშრუტი

Image result for Sunshine Skyway Bridge

ეს ხიდი 1987 წელს ხელახლა ააშენეს მას შემდეგ, რაც 1980 წელს გიგანტური ტანკერი დაეჯახა ხიდს და 35 ადამიანი დაიღუპა. სამწუხაროდ, რეკონსტრუქციის შემდეგ ორასმა ადამიანმა სცადა აქედან თვითმკვლელობა.

კომენტარები

კომენტარი