ლიტერატურა

გიორგი კეკელიძე, 5 მარტს, თანამედროვე მწერლის რომან “ციგრიტს” წარადგენს!

გიორგი კეკელიძის მხარდაჭერით, 2018 წლის 5 მარტს, 18:00 სთ-ზე,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში თამარ ნიკურაძის წიგნ „ციგრიტის“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნში აღწერილია 21-ე საუკუნის დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზები და საიდუმლო გამოსავალიც ამ წიგნშია.

ღონიძიებაზე მოწვეული სტუმრები უშუალოდ გახდებიან საინტერესო ექსპერიმენტის მონაწილენი, ასე ვთქვათ, წიგნის „პაციენტები“ და თავადვე გამოცდიან წიგნის მკურნალობის ეფექტს.

ღონისძიებას დაესწრებიან პოეტები, მწერლები, თანამდებობის პირები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან წარმომადგენლები „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთიდან“, რომლის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი წიგნის გამოცემა.

ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე. „წაიკითხე და აიცილე დაავადება“ – აცხადებს თამარ ნიკურაძე, ხოლო რა და როგორ უნდა აიცილო, ან საერთოდ, რა საჭიროა აცრა, ღონისძიებაზე „ციგრიტის“ ავტორისგან შეიტყობთ.

 გიორგი კეკელიძე “ციგრიტის” შესახებ
 
“მე თუ მკითხავთ, დღეს ზღაპრების ერა უფროა. ისეთი, მინარევი რეალობის. აი, სიურეალიზმის რომ ეძახიან.
თამარ ნიკურაძე გარდა იმისა, რომ დროს გრძნობს, წერის გამორჩეული კულტურითაცაა დაჯილდოებული. ეს უნარი დღეს იშვიათი ხილია და მხოლოდ ნიჭს არა –  შრომასაც მოითხოვს. ამას მივუმატოთ ნაწარმოების სიუჟეტის აგების ხერხებში გაწაფულობა და თამამად ვიტყვით: თამარი ახალი თაობის საინტერესო მწერალია, ციგრიტი კი ბოლო დროს გამოსულ ტექსტთაგან ერთ–ერთი საყურადღებო ნაწარმოები.წიგნში მოქმედება ჩვენს დროში ვითარდება. პერსონაჟებიც ჩვეულებრივი, თანამდროვე ბებიები და დედიკოები არიან. არც არაჩვეულებრივი გმირების ნაკლებობაა. მაგალითად: გვიანიკა და წუწური. მათი თავგადასავალი ჯადოსნურ ყოფიერებასა და ბიუროკრატიულ, სამუშაო გასაუბრებებს შორის მერყეობს, ისევე როგორც ყველა ჩვენგანის, უბრალოდ ჩვენ ამ ყოფის ჯადოსნურ ნაწილს არ ან ვერ ვიმჩნევთ. ცხოვრების ყველა ტრაგიკული პასაჟიც ალბათ ესაა, მისი ზღაპრულობის დაუნახავობა – არავის გვყოფნის ამისთვის დრო. ამიტომაც ისეთი წიგნები, როგორიც ,,ციგრიტია’’  შანსს გვაძლევს ის წამი შევაჩეროთ, რომელიც შევამჩნიეთ და ვერ გავაცნობიერეთ (როგორც ეს საბჭოთა ანიმაციაშია – ,,ზღარბი ნისლში’’) ანაც ისე ჩაიარა, რაღაც საბუთებს ვავსებდით და ვერ გავიგეთ.
ტოპონიმიკაც მოულოდნელია. მაგალითად: სიმონეთი ყველამ ვიცით. მაგრამ ის რაც იქ ხდება, არავის წარმოგვიდგენია. შესაბამისად, რომელიმე ფენტეზის მწერალი მას რამე ახლართულ სახელს მოიფიქრებდა. მაგრამ თამარი ცოტა პროვოკაციულ გზას დაადგა და გაიარა კიდეც.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ექიმის და ექთნის დიალოგის სცენაზე აგებული თავი. აქ უკვე ნამდვილი, ჩამოყალიბებული მწერალი გვესაუბრება და ციგრიტის აცრისთვის გვამზადებს.
ციგრიტი არ გაგიგიათ? აი, ამისთვის კი ნამდვილად წიგნის გადაფურცვლაა საჭირო. მე აღარ დაგეხმრებით, უბრალოდ დავადასტურებ: წინ კითხვის დიდი სიამოვნება გელით. ბიჭიკო პროფესროშვილთან ერთად, რა თქმა უნდა.”
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი