საშემსრულებლო ხელოვნება

ქართული კულტურის ცენტრი ნიუ-იორკში სპექტაკლს “კლინიკური ქორწინება” წარმოადგენს

 

ქართული კულტურის ცენტრი “Dancing Crane Company” და მასთან არსებული “New York Georgian Theater” ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით სპექტაკლს “კლინიკური ქორწინება” წარმოადგენს, რომელმაც 2010 წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის კონკურსის – „ახალი ქართული პიესა“ – პირველი პრემია მიიღო.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ”მოქმედება ვითარდება კერძო კლინიკაში, სადაც მთავარ ექიმს ვალტერ ჩიჩუას ( დავით ტოპრაკაშვილი) საათივით აქვს აწყობილი საქმე”. კლინიკაში მოდის ახალი პაციენტი ნოდარა ( ანრი კალანდარიშვილი) და ჩნდება პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც ბატონი ვალტერი მზადაა ყველანაირ ხერხს მიმართოს.

“ყველასთვის ნაცნობი და მარადიული პრობლემები (ღალატი, უმუშევრობა, ლოთობა, დანაშაულიდან თავისდაძრომის მცდელობა, ტყუილი, განდიდების სურვილი, ნებისმიერი გზით კეთილდღეობის მოპოვება, ბატონობის სურვილი) ავტორის მიერ ოსტატურად შექმნილ ძალიან საინტერესო აბსურდული სიტუაციებითაა გადმოცემული. სპექტაკლი კომედიის სტილშია გადაწყვეტილი”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მსახიობები არიან: დავით ტოპრაკაშვილი, ანრი კალანდარიშვილი, ირინა ჩინაშვილი, ირაკლი ლებანიძე, ცუცა კაპანაძე, გიორგი ნარიმანიძე, ნატალია გოდერძიშვილი, ლიკა სირელსონი. რეჟისორი ლიკა სირელსონია, მხატვარი- მაკა მიქელაძე, ქორეოგრაფი- ირაკლი შენგელია.

კომენტარები

კომენტარი