საშემსრულებლო ხელოვნება

ანსამბლი „ერისიონი“ რეგიონებში საკონცერტო ტურნეს იწყებს

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ საქართველოს რეგიონებში ტრადიციულ ტურნეს იწყებს.

ქუთაისის შემდეგ ახალციხე მეორე ქალაქია, სადაც ანსამბლმა რეგიონების მასშტაბით წელს კონცერტი ჩაატარა.  ახალციხელი მაყურებლის წინაშე „ერისიონი“ განახლებული მუსიკალური შოუ-პროგრამით წარსდგა. მესხეთის დრამატულ თეატრში ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი სიმბოლურად ანსამბლის მთავარი დირიჟორის ჯემალ ჭკუასელის 82-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

ანსამბლი „ერისიონი“ საქართველოს რეგიონების მასშტაბით კონცერტებს ქუთაისისა და ახალციხის შემდეგ ბათუმში, ვანში და ბოლოს თბილისში გამართავს, 4 ივნისს კი კონცერტს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართავს.

„ერისიონის“ მომღერალთა გუნდი ივნისის თვეში გასტროლებზე გერმანიაში მიემგზავრება. მანამდე კი, ანსამბლი ტაშკენტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საქართველოს საელჩოს მიერ 26-27 მაისს ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია გასტროლები ბალტიისპირეთში, უკრაინაში, ბელარუსსა და მოლდოვაში.

კომენტარები

კომენტარი