ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

ენდი უორჰოლი – პოპ არტის მეფე

“წარმოდგენაც კი არ მაქვს, სად მთავრდება ხელოვნება და იწყება რეალობა.” – არცერთი შემოქმედი არ ასოცირდება პოპ არტთან ისე, როგორც ამ სიტყვების ავტორი – ენდი უორჰოლი. მან ნამდვილი ბოჰემური საუკუნე შექმნა. ის იყო ამერიკული ხელოვნების სკანდალური გმირი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, მხატვარი, მწერალი, მუსიკის პროდიუსერი, მსახიობი და რაც მთავარია, ამერიკული პოპ არტის დამფუძნებელი 1950-იან წლებში.

ენდი 1928 წელს პიტსბურგში დაიბადა, სლოვაკი ემიგრანტის ოჯახში. მისი ნამდვილი სახელია ენდრიუ უორჰოლა. ის 13 წლის იყო როცა დაობლდა და ადრეული ასაკიდავე გამოამჟღავნა ხატვის ნიჭი. სკოლის შემდეგ სწავლობდა კომერციულ ხელონებას ამერიკის შეერთებული შტატებში.  ენდი მალევე გახდა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ილუსტრატორი და საკმაო აღიარების მოიპოვების შემდეგ, დაიწყო მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნამუშევრების, ადმიანების პორტრეტების პოპ არტებად გადაკეთება (1962). მის შემოქმედებაში მნიშნელოვანი ადგილი ეკავათ ცნობილ პერსონებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, მომღერლებს, მსახიობებს და ა.შ.

უორჰოლი ყველაზე მეტად ცნობილია სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით, მისმა შემოქმედებამ ფაქტობრივად გააქრო ზღვარი კომერციულ რეკლამასა და ხელოვნებას შორის. ის იყო პირველი მხატვარი რომელმაც აღიარა ტრაფარეტული ბეჭდვის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც ადრე მხოლოდ სამრეწველო შეფუთვებზე გამოიყენებოდა. ენდიმ შექმნა ჯგუფ ველვეტ ანდეგრაუნდის როკ-ალბომის ყდაზე გამოსახული ცნობილი ბანანი და ასევე  Coca-Cola-ს ეტიკეტის დიზაინი.

 

კომენტარები

კომენტარი