საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ედ შირანი 2017 წლის ყველაზე გაყიდვად მომღერლად ოფიციალურად დაასახელეს

ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციამ ედ შირანი 2017 წლის ყველაზე გაყიდვად მომღერლად ოფიციალურად დაასახელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ვებგვერდი ავრცელებს.

მომღერლის ალბომი “Divide”, რომელიც 2017 წლის მარტში გამოვიდა, მსოფლიო ბესტსელერი გახდა. ყველაზე გაყიდვად კომპოზიციად კი  Shape of You დასახელდა.

ედ შირანი არის IFPI Global Recording Artist-ის ჯილდოს მეხუთე მიმღები. ეს პრიზი ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც ხელოვანის უნიკალურ მიღწევას და მსოფლიო წარმატებას ასახავს.

შეგახსენებთ, რომ ამ ჯილდოს წინა გამარჯვებულები იყვნენ: One Direction (2013), Taylor Swift (2014), Adele (2015) და Drake (2016).

“მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარსკვლავი, ყველაზე მაგარი სიმღერა და უდიდესი ალბომი, არის ამბიციის, შემოქმედების, და დაუზოგავი მუშაობის შედეგი. ედი მართლაც წარმოუდგენელი კომპოზიტორი, ვოკალისტი და შემსრულებელია, რომლის შესაძლებლობებიც ისტორიას დარჩება” – განაცხადა Warner Music Group- ის დირექტორმა და აღმასრულებელმა მაქს ლოუდამ.

გთავაზობთ სხვა მომღერალთა ჩამონათვალს, რომელიც კონკურსში იყვნენ ნომინირებულნი:

1 Ed Sheeran

2 Drake

3 Taylor Swift

4 Kendrick Lamar

5 Eminem

6 Bruno Mars

7 The Weeknd

8 Imagine Dragons

9 Linkin Park

10 The Chainsmokers

 

კომენტარები

კომენტარი