კინო ლიტერატურა

როგორ გამოიყურება ადგილები, სადაც ჰარი პოტერი გადაიღეს?

ჰარი პოტერის სერია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნების სერიაა, რომლის პირველი წიგნი “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” ჯოან როულინგმა 1997 წლის 26 ივნისს გამოსცა.

როულინგის თქმით, ჰარი პოტერის შესახებ წიგნებისა და მათი პერსონაჟების შექმნის იდეა მას დაებადა 1990 წელს, მანჩესტერიდან ლონდონში გამგაზავრებამდე, როდესაც იგი ბაქანზე დაგვიანებულ მატარებელს ელოდებოდა. როულინგმა რომანში ავტობიოგრაფიული ელემენტებიც შეიტანა. მისი დაბადების დღე, 31 ივლისი ემთხვევა ჰარის დაბადების დღეს, ხოლო დედის გარდაცვალების თარიღი, 1990 წლის 30 დეკემბერი – ჰარის მშობლების დაღუპვის თარიღს. დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე, წიგნების ეკრანიზაციაც.

“ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” იყო კრის კოლამბუსის პირველი ფილმი, რომელიც 2001 წელს გამოვიდა და ნებისმიერი ასაკის მაყურებელში დიდი პოპულარობა მოიპოვა. გადაღებები გრძელვადიანი და რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სერია ჯადოსნური და განსაკუთრებულია, მათი უმრავლესობის გადაღება მწვანე ფონზე არ მომხდარა.

გადამღებმა ჯგუფმა შეარჩია ადგილები, რომლებიც საერთო ჯამში ქმნის ჰარი პოტერის სტილს და ხასიათს.


პავილიონი, რომელიც Warner Bros-მა სპეციალურად ჰარი პოტერისთვის შექმნა.


ჰოგვარტსის ექსპრესი – გერნფინანიის ხიდი, შოტლანდია


ადგილი, სადაც ჰოგვარტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა იდგა შოტლანდიაშია.


დარემის ტაძარი- ჰოგვარტსის დერეფნები და ეზო, სადაც ჰარიმ ცოცხის ტარება ისწავლა ინგლისის ქალაქ დარემში, ანგლიკანურ ეკლესიაშია გადაღებული.


ისეთ დიდებულ და ჯადოსნურ ბიბლიოთეკას, როგორიც ჰარი პოტერის ფილემბშია, კომპიუტერით ვერ შექმნი. ყველა ბიბლიოთეკის სცენა ოქსფორდშის ბიბლიოთეკაშია გადაღებული (Bodleian Library).


მრუდე ქუჩა და ჯადოსნური ბარი რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს ინგლისში, ლიდენჰოლის ბაზრობაზე. (Leadenlall Market, London, England)


პლატფორმა 9.3/4 ლონდონში, ქინგს ქროსის სადგურზე.


ოქსფორდის ფერეფნები, სადაც არაერთი მოჩვენება ბინადრობს ინგლისში გლოსტერის ტაძარშია გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი