შემოქმედებითი ინდუსტრიები

გიორგი სიგუა: “მიწა რომ არ მოგვცენ იჯარით, რას ვიზამთ? – აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ “

GEM Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ განაცხადა, რომ თუ საქართველოს მთავრობა 2018 წლის ფესტივალისთვის მიწას იჯარით არ მისცემს, მაშინ ღონისძიებას აფხაზეთში ჩაატარებს, – ამის შესახებ ორგანიზატორმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

” ჯერ ერთი, ჯემ ფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო, როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ. მათი “დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა, ეგეც ვისწავლე” – ამბობს სიგუა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც პროექტი სრულად ამოქმედდება, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით, დარჩენილ ვალებს მაშინ გადაიხდიან.

როგორც ცნობილია, ჯემ ფესტის ღონისძიება 9–12 აგვისტოს ჩატარდება. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც უკვე იყიდება.

შეგახსენებთ, რომ ჯემ ფესტი ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც საქართველოში, ზღვისპირა კურორტ ანაკლიაში გიორგი სიგუას ინიციატივით 2015 წლიდან ტარდება. მისი სახელწოდების აბრევიატურა იშიფრება, როგორც „საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი”. ფესტივალი მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს, თანამედროვე ელექტრონული მუსიკის შემსრულებლებს.

 

კომენტარები

კომენტარი