არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ეგვიპტეში არქეოლოგებმა ბოლო წლების საუკეთესო არტეფაქტი აღმოაჩინეს

7 წლიანი არქეოლოგიური კვლევების შემდეგ, არქეოლოგებმა ეგვიპტეში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. კაიროს სამხრეთით მდებარე ნეკროპოლში სპეციალისტებმა 40 ქვის სარკოფაგი, ათასამდე პატარა ქანდაკება და სამკაულები იპოვეს იეროგლიფური წარწერით: “ბედნიერი ახალი წელი”.

მეცნიერთა თქმით, აღმოჩენილი საფლავები სხვადასხვა ეპოქის ეგვიპტელ წარჩინებულებს ეკუთვნით – უძველესი დინასტიიდან პტოლემეების დინასტიის ჩათვლით.

“ჩვენ 5 წელი გვჭირდება ნეკროპოლისის გამოსაკვლევად, ეს დიდი აღმოჩენების დასაწყისია” – განაცხადა სიძველეების მინისტრმა.

როგორც სამთავრობო ძალები ვარაუდობენ, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩენა ქვეყანაში ტურისტული ნაკადის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს.

 

კომენტარები

კომენტარი