კინო კულტურა ლიტერატურა

ქართველი მაყურებელი HBO-ს “ვეფხისტყაოსნის” გადაღებას სთხოვს

ტელეკომპანია HBO-ს, ქართველმა მაყურებელმა თხოვნით მიმართა , რათა გადაიღონ “ვეფხისტყაოსნის” ეკრანიზაცია. ამისთვის ინტერნეტში პეტიციაც განათავსეს და ხელმომწერთა რიცხვიც ყოველწამს იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს.

“ეკრანიზაციის გადაღება ძალიან საფრთხილოა, რადგან არსებობს დიდი რისკი, რომ ამ ნაწარმოების მთელი მნიშვნელობა დაიკარგოს, თუმცა მას შემდეგ რაც თქვენ შექმენით სერიალი სამეფო კარის თამაშები, ვფიქრობთ, რომ “ვეფხისტყაოსანი” თქვენთვის ძალიან საინტერესო იდეა იქნება”, – წერია პეტიციაში.

პეტიცია: HBO გადაიღე სერიალი “ვეფხისტყაოსანზე”, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი