ვიზუალური ხელოვნება კინო კულტურა

ცნობილი მსახიობების და ნახატების გმირების საოცარი მსგავსება

ცნობილი მხატვრები საკუთარი გენიალური ქმნილებების შექმნისას, ხშირად საკუთარ ფანტაზიასთან ერთად რეალურ მოვლენებს აერთიანებდნენ. ნახატების გმირები იქმნებოდნენ ნამდვილი ადამიანების სახეების მიხედვით, რომელსაც მხატვარი არჩევდა. ზოგიერთი მათგანს ხელოვანები ქუჩაში პოულობდნენ, ზოგი კი თავად მიდიოდნენ მათ სახელოსნოებში.

ამ ნახატების მიხედვით ფილმი რომ გადაეღოთ, მსახიობები, რომლებსაც ქვევით შეხვდებით, იდეალურად მოერგებოდნენ ვიზუალურად ტილოებზე გამოსახულ პერსონაჟებს.

”არტნიუსი” გთავაზობთ ფოტოებს, რომელზეც შედარებულია ცნობილი მსახიობები და არანაკლებ ცნობილი ნახატების პერსონაჟები. მსგავსება თავად შეაფასეთ…

ჯონი დეპი და გიუსტავ კურბეს “სასოწარკვეთილი კაცი”

ეს შესანიშნავი ტილო მხატვრის ავტოპორტრეტია, როგორც მისი სხვა ადრეული ნამუშევრები. გიუსტავ კურბემ შეძლო საკუთარი უნიკალური სტილის ისე განვითარება, რომ ყველა ნახატის ცენტრში თავად ყოფილიყო.
ღრმა, მუქი თვალები, გრძელი ყავისფერი თმა და სახის სიმეტრიულობა ჯონი დეპს გვახსენებს, რომელიც როგორც კურბე, ცნობილია თავისი ბოჰემური ცხოვრების სტილით.


დაკოტა ფენინგი და ჰანს ჰოლბეინის “მარი ზიჩის პორტრეტი”

ჰოლბეინის ცარცის პორტრეტში ქალიც ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა ის ძალიან ჰგავს მსახიობ დაკოტა ფენინგს, განსაკუთრებით თვალით და ტუჩით.

რენესანსის მხატვარი ჰოლბეინი ხატავდა არაერთ ინგლისელ დიდებულს, მათ შორის ანა ბოლეინს და თომას კრომველს.

ადამ დრაივერი და ამადეო მოდილიანის “სუტინის პორტრეტი”

ამადეო მოდილიანი ცნობილია უცნაურად გაწელილი და თითქოს აწყობილი პორტრეტებით.  მისი ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე პეიზაჟმა. ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას.

სუტინი იყო ებრაული წარმოშობის ფრანგი მხატვარი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ექსპერიონიმზის განვითრებაში. ის მოდილიანის ასაკის იყო და მხატვარს მისი არაერთი პორტრეტი აქვს დახატული

ემი შუმერი და მეუღე (ან ქალიშვილი) გრანტ ვუდის “ამერიკული გოთიკიდან”

ვუდის ეს ნახატი მე-20 საუკუნის ამერიკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი გამოსახულება გახდა. ვუდს სურდა მამაკაცისა და ქალის ტრადიციული როლების ასახვა, რის გამოც მამაკაცს სამკაპა უჭირავს, რაც მძიმე სამუშაოს სიმბოლოა. ვუდი შთაგონების წყაროდ მე-19 საუკუნის ფოტოსურათებს იყენებდა და მის პერსონაჟებს ადრეული ამერიკული პორტრეტების ყაიდაზე სთხოვდა პოზირებას. რეალურ ცხოვრებაში ქალი სუბიექტი მისი და, ხოლო მამაკაცი – მისი სტომატოლოგი იყო.


კიანუ რივზი და ლუის დე მონველის “პოლ მონე”

პოლ მონე, კიანუს მსგავსად მსახიობი იყო. ის 80-იანი წლების ბოლოს საფრანგეთში მოღვაწეობდა და შექსპირის პიესებში იღებდა მონაწილეობას.

ჯესიკა ჩესტეინი და ჯონ უილიამ ვატერჰაუსის “ვარდების სული “

ჯონ უილიამ ვატერჰაუსი იყო ინგლისელი მხატვარი, რომლის შთაგონებაც ანტიკური ბერძნული მითები და ბიბლიური იგავები იყო. მისი პასტელის ფერები თითქოს აცოცხლებდა ნახატებს.

ქალი “ვარდების სულიდან” არ არის არც მითოლოგიური, არც ბიბლური, არც ისტორიული ან ლიტერატურული პერსონა, თუმცა ის ძალიან ჰგავს ჯესიკა ჩესტეინს.

რუბერტ გრინტი და სერ დავიდ ვილიკის ავტოპორტრეტი

დავიდ ვილიკი – შოტლანდიელი მხატვარი, რომელიც ცნობილი იყო ისტორიული მოვლენების ხატვით. ის ამ ავტოპორტრეტში დაახლოებით 18-19 წლისაა. რუბერტ გრინტი დაახლოებით ამ ასაკში გამოჩნდა ფილმში “ჰარი პოტერი”.

ჟან რენო და ლუსიან ფრეიდის “არეკვლა” (ავტოპორტრეტი)

ფრანგი მსახიობი ჟანრ რენო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ლუკ ბესონის ფილმიდან “ლეონი”. ძნელია ვერ შეამჩნიო მსგავსება ლეონის პერსონაჟის მკაცრ, მაგრამ დახვეწილ თვისებებსა და ფრეიდის ნახატს შორის.

დრიუ ბერიმორი და ლეონარდო და ვინჩის “La Scapigliata” ანუ ქალის თავი

ლეონარდო და ვინჩის მუზა იყო გამოყენებული 1998 წლის ფილმში “Ever After”, სადაც მსახიობი დრიუ ბერიმორი ძალიან ჰგავს ნახატზე გამოსახულ ფიგურას.

 

კომენტარები

კომენტარი