არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

გორის რაიონ სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი ინგრევა

სოფელ არბოში მწერლის, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი ინგრევა, – ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

ნიკო-ლომოურის სახლი მუზეუმის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა უკვე წლებია, შენობა ინგრევა. მოუვლელია სახლის ეზოც.

ადგილობრივი მცხოვრები რუსუდან ხაჩიური ამბობს, რომ სახლ-მუზეუმში ადრე ბიბლიოთეკაც იყო, თუმცა წლების განმავლობაში შენობას ძარცვავდნენ. განადგურდა მწერლის ნივთებიც. თავდაპირველად შენობა მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, შემდეგ კი, – მოუვლელობის გამო.

„ადრე მოსწავლეებიც მოჰყავდათ ექსკურსიაზე, ახლა აღარც ნივთებია და აღარც ბიბლიოთეკა. დროთა განმავლობაში, ხალხმა გაიტანა ნივთები. რამდენჯერმე სხვადახვა მედიასაშუალებებმა რეპორტაჟები გააკეთეს, თუმცა ომის შემდეგ ამ ადგილით აღარავინ დაინტერესებულა”, – თქვა რუსუდან ხაჩიურმა.

სახლი, სადაც მწერალი დაიბადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

კომენტარები

კომენტარი