არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება

როგორ გამოიყურება მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებული ადგილები დღეს?

მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა სხვადასხვა არქიტექტურული მიმდინარეობის უამრავი უნიკალური ნიმუში. ქუჩები, რომელიც დღეს ევროპის ქალაქების განუყოფელი ნაწილია და ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციებად ითვლება, მეოცე საუკუნის შუახანებში ფაქტობრივად განადგურებული იყო. ომის შემდეგ კი დაიწყო განახლების, რეკონსტრუქციის პროცესი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში აბსოლუტური სიზუსტითაც კი გამოვიდა.

ფოტოხელოვანმა სერგეი ლარენკოვმა მეორე მსოფლიო ომის უნიკალური ფოტოები თანამედროვე სამყაროს ნაწილი გახადა.

ფოტოპროექტის ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ გამოიყურებოდა ევროპის ქალაქების მოედნები მეორე მსოფლიო ომის დროს და როგორია ის ახლა.

ბერლინი. განადგურებული გერმანული ტანკი ტიერგარტენის პარკში.

ვენა. საბჭოთა ჯარისკაცები ჰოფბურგის სასახლესთან.

მოსკოვი 1941.

ვენა. 1945. უფროსი ლეიტენანტი ვლადიმირი ხატავს პარლამენტთან არსებულ ათენას ქანდაკებას.

ლენინგრადი / სანკტ-პეტერბურგი. 1942. ბოროვაიას 26

1945. საბჭოთა ჯარისკაცი უყურებს გერმანულ რაიხსტაგს.

მოსკოვი 1941. მაიაკოვსკის მოედანი.

1945. ბერლინი . საბჭოთა ჯარისკაცების შეტევა რაიხსტაგზე.

1945. რაიხსტაგის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს, მის წინ კი რუსი ჯარისკაცები დგანან.

საბჭოთა ჯარისკაცები მოსკოვში გაგზავნამდე მოაცილებენ იმ დროშას, რომელიც რაიხსტაგზე აღიმართა.

პრაღა 1944. ხალხი საბჭოთა ტანკებს ეგებება.

საბჭოთა არტილერია ცეცხლის გასახსნელად ემზადება

ბერლინი. 1945

გერმანიაში ტრანსპორტის მოძრაობას საბჭოთა მილიციელი აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი