ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

როგორი იქნებოდა ბიტკოინის ქაღალდის კუპიურა?

ბიტკოინი თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალებაა. ის არის პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა. მისი გამოგონება უკავშირდება ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს, ცნობილს, როგორც სატოში ნაკამოტო, რომელმაც 2008 წელის მიწურულს საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ და გამოაქვეყნა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 2009 წლიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. მიუხედავად ამისა, ის საქართველოში პოპულარული არც ისე დიდი ხნის წინ გახდა.

ელექტრონულ ფულს, რა თქმა უნდა, არ გააჩნია რაიმე ხელშესახები, თუმცა დიზაინერებმა მაინც შექმნეს ფასიანი ქაღალდის მაგალითი, თუ როგორი იქნებოდა ბიტკოინის ქაღალდის კუპიურა. ისინი შექმნილია უძველესი, მე-19 საუკუნის სტილში, თუმცა მათ უკან დიდი და ძლიერი ტექნოლოგიური განვითარება იმალება.

10,000 სატოშის ღირებულების ბიტკოინის დიზაინზე გამოსახულია სატოში ნაკამოტო, ბიტკოინის შექმქმნელი.

1 ბიტკოინი

2 ბიტკოინი

5 ბიტკოინი

10 ბიტკოინი

 

კომენტარები

კომენტარი