ვიდეოები კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ნათია თოდუას გამოსვლა გერმანიაში ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე (ვიდეო)

გერმანიის წარმომადგენელი ”ევროვიზია 2018”-ზე 27 წლის მომღერალი მიხაელ შულტე იქნება. ის საკუთარ სამშობლოს სიმღერით You Let Me Walk Alone წარადგენს.

ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსი გერმანიაში ჩვენთვის იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მასში მონაწილეობას გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუაც იღებდა.

თოდუა 6 ფინალისტს შორის მოხვდა სიმღერით ”My Own Way”, თუმცა საბოლოო კონკურსზე ტელემაყურებელთა, საერთაშორისო ჟიურისა და „ევროვიზიის“ ექსპერტთა ხმების საფუძველზე გამარჯვება შულტეს დარჩა.

”ევროვიზია 2018” პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 12 მაისს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო კონკურსზე ჯგუფი „ირიაო“ იქნება.

ნათიას გუშინდელი გამოსვლა:

 

კომენტარები

კომენტარი