საშემსრულებლო ხელოვნება

ჩინეთის მთავრობა დაკრძალვის რიტუალში სტრიპტიზის მოცეკვავეების მონაწილეობას კრძალავს

ჩინეთის მთავრობა ტრადიციულ ეროტიკულ ცეკვებთან ბრძოლას იწყებს, რომლებიც დაკრძალვების დროს იმართება, წერს The Global Times.

ბოლო წლების მანძილზე რამდენიმე მოცეკვავეთა ჯგუფი უკვე დაჯარიმდა სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ზომა საკმარისი არაა და ოფიციალური პეკინი ამ მანკიერი ტრადიციის საბოლოოდ აღმოფხვრას გეგმავს.

ჩინეთში სულ იოლია დაკრძალვის ცერემონია გასართობ ღონისძიებაში აგერიოთ. აქ ხშირად არის ხმაური, სმა და ნახევრად შიშველი მოცეკვავე ქალები. ადგილობრივები გარდაცვალებას ტრაგედიად არ აღიქვამენ. მათ სჯერათ, რომ მხიარულება „გაცილებისას“ გარდაცვლილთა ახლობლებს იღბალს მოუტანს.

ჩინელებს სწამთ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მივა დაკრძალვაზე, მით უკეთ იგრძნობს თავს მიცვალებულის სული.  სწორედ ხალხის მოზიდვას ემსახურება ეგზოტიკური ცეკვები, რომლებიც ამ დროს იმართება.

 

კომენტარები

კომენტარი