საშემსრულებლო ხელოვნება

ირაკლი გოგიას საოცარი გარღვევა თეატრალური ხელოვნებით

GREAT  GREATER  GREATEST!

ეს არის სრულიად არაჩვეულებრივი სამუშაო, ირაკლი – გილოცავთ თქვენს ამ ნაბიჯს საქართველოში კონფლიქტების მოგვარების დაუსრულებელ ბრძოლაში.  თქვენ და თქვენი კოლეგები ხართ მაგალითი ყველა ჩვენგანისათვის“ –

ეს სიტყვები ირაკლი გოგიას მოსწერა კორნელის უნივერსიტეტის ატკინსონის მდგრადი მომავლის ფაკულტეტის საპატიო პროფესორმა გეილ ჰოლსტ-უორჰაფტმა.

ამ სიტყვების დაწერის მიზეზი იყო ის არაჩვეულებრივი გარღვევა, რაც ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგიამ, თავის მსახიობებთან და კოლეგებთან ერთად მოახერხა Project CREATE-ის ფარგლებში.  ჰენრიკ იბსენისპიესის „ხალხის მტერი“ მოტივებზე აგებული პროექტი, რომელიც ბრუს ლევიტის და ანტონინ მარტოს შემოქმედებით ხედვას ეფუძნებოდა, გახდა იმდენად ინოვაციური და რევოლუციური თავის მხრივ, რომ მან მოიზიდა კომპლიმენტები მთელი მსოფლიოს წამყვანი სოციალური მეცნიერების წარმომადგენლებისაგან.  ამ პროექტის ცენტრში იყო ქართველი და აფხაზი ხელოვანების ერთობლივი თანამშრომლობითი პროექტები, სადაც მსაიობებთან ანდრია გველსეიანთან და გიორგი ცხადაძესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მართა ცვიჟბა და მიკა ტუჟბა. თანამედფოვე იბსენიზმის მაგალითად მონათლეს ეს მუშაობა მსოფლიო სოციალური მეცნიერების წამყვანმა სპეციალისტებმა. ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებელმა და„სოციოლოგიის პიკასოდ“ წოდებულმა ნორვეგიელმა მეცნიერმა, იოჰან გალტუნგმა ირაკლი გოგიას და მისი კოლეგების მიერ წარმართული პროექტი CREATE საუკეთესო სოციალურ თეატრალურ პროექტად გამოაცხადა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში.  GREAT  GREATER  GREATEST!  –  დაწერადღევანდელი მსოფლიოს სოციოლოგიის ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ იოჰან გალტუნგმა.

 

„ეს არის მართლაც და ერთ-ერთი უდიდესი გარღვევა სოციალური თეატრის ისტორიაში“, როგორც ამბობს გაილ ჰორსტ-უორჰაფტი. მთავარი კომპონენტი თანამონაწილეობითი თეატრის არის ის, რომ მოხდა თეატრალური მეთოდებით არსებული რეალობის შეცვლა.  „თეატრი ცვლის რეალობას“, როგორც ამას ჰენრიკ იბსენიამბობდა,  მაგრამ დღეს 21-ე საუკუნეა და უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სოციალური ქსელების ეპოქაში უფრო რეალური ცვლილებების მოხდენა არის შესაძლებელი. კერძოდ, შესაძლებელია კონფლქტური კერების ნეიტრალიზაცია და ნამდვილი თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება.  ირაკლი გოგიას და მისი კოლეგების ამ ნამუშევარმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ტრანსფორმაციული თეატრის განვითარებაზე.  ინტერაქციული თეატრის ასეთმა განვითარებამ ახალი ეპოქა შექმნა.

უცხოელი ექსპერტები განსაკუთრებით გამოყოფენ აფხაზი მსახიობის მართა ცვიჟბას როლს მთელს ამ კოლაბორაციულ პროცესში ქართველ მსახიობებთან, ანდრია გველესიანთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად.  CREATE-ის მიმდინარეობისას რეჟისორის შემოქმედებითი მიდგომის წყალობით მოხდა ახალი პარადიგმების აღმოჩენა სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების მოგვარების საქმეში. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, თეატრალურმა პროცესმა ბიძგი მისცა ბევრად უფრო თანამშრომლობითი პროცესის დასაწყისს.

როგორც თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი, მეთიუ ევანჯელისტა ამბობს, ირაკლი გოგიას და CREATE Project-ის მიდგომამ მთლიანად შეცვალა საერთო ლანშტაფტი სხვადასხვა კონფლიქტებთან მიმართებაში. “ეს არის ჩვენი ინსპირაცია” – ამბობს მეთიუ ევანჯელისტა.  ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში დაიწყო კრეატიული პროცესი, რომელმაც შეიძლება რევერბერაცები მოახდინოს მთელს ახლო აღმოსავლეთში და შემდეგ უკვე შორეულ აღმოსავლეთშიაც.  ირაკლი გოგიას თეატრალურმა მიდგომამ მოახდინა ეს groudbreaking გარღვევა.

ლაშა ჩხარტიშვილი

კომენტარები

კომენტარი