არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება კინო სტილი, დიზაინი

როგორი სახლები ექნებოდათ ცნობილ რეჟისორებს?

ილუსტრატორმა ფედერიკო ბაბინამ თავისი სამი პროფესია: ილუსტრაცია, კინო და არქიტექტურა გააერთიანა და წარმოგვიდგინა შესანიშნავი ვიზუალური კოლექცია იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა ცნობილი რეჟისორების საცხოვრებლები. ნამუშევრები მან ამ რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების გათვალისწინებით, დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით შექმნა.

ილუსტრაციებში შეხვდებით საოცარ სიმბოლოებს, ხედვას, ფერთა კომბინაციას, რომლებსაც ეს ხელოვანები საკუთარ ფილმებში გვთავაზობენ ხოლმე.

იტალიელმა ბაბინამ შექმნა ისეთი რეჟისორების სახლები, როგორებიც არიან – ფედერიკო ფელინი, ალფრედ ჰიჩკოკი, სტენლი კუბრიკი, ვეს ანდერსონი, ჩარლი ჩაპლინი, დეივიდ ლინჩი, ლარს ვონ ტრიერი, ბერგმანი და სხვა.

 

კომენტარები

კომენტარი