კინო

რატი ონელის “მზის ქალაქს” ვაშინგტონში უჩვენებენ

ქართველი რეჟისორის, რატი ონელის დოკუმენტურ ფილმს “მზის ქალაქს” ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში გარემოს დაცვის კინოფესტივალზე უჩვენებენ, – ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის საელჩო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტური ფილმი “მზის ქალაქი” ჭიათურის და მისი რამდენიმე მაცხოვრებლის ამბავს მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ ფილმის თითოეულ გმირს ქალაქის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე თავისებური ხედვა გააჩნია, რაც მის სიუჟეტურ ორიგინალურობაზე მეტყველებს.

მზის ქალაქი ეროვნული კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების წარმოების კონკურსის გამარჯვებულია.

კომენტარები

კომენტარი