კულტურა

პარლამენტის 100 წლის საიუბილეო მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოცხადდა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტი) 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

1919 წლის მოწვევის დამფუძნებელი კრება იყო პირველი ქართული პარლამენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შედეგად შეიქმნა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს – როგორც ფიზიკურ (რეზიდენტი/არარეზიდენტი), ასევე იურიდიულ (რეზიდენტი/არარეზიდენტი) პირს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს დიზაინის ესკიზს (ესკიზებს) დადგენილ ვადებში.

კომენტარები

კომენტარი