შემოქმედებითი ინდუსტრიები

ინტერნეტში Samsung Galaxy “S9” და “S9+”-ის ფოტოებმა და ტექნიკურმა მახასიათებლებმა გაჟონა

ომპანია Samsung თავისი უახლესი ფლაგმანური სმარტფონების Samsung Galaxy „S9“ და „S9+“-ის პრეზენტაციას 25 თებერვალს, ბარსელონაში გეგმავს. თუმცა იქამდე  ტელეფონების ყველა ძირითადმა ვიზუალურმა და ტექნიკურმა მახასიათებელმა გაჟონა ინტერნეტში.

ტელეფონების მონაცემებსა და მათ ფოტოებს საიტი WinFuture ავრცლებს.  გარეგნულად სმარტფონი თითქმის არაფრით განსხვავდება S8 და S8+ მოდელებისგან. როგორც მოსალოდნელი იყო, უახლესი Galaxy S9 და S9+ გახდება სამსუნგის პირველი ფლაგმანები ორმაგი ძირითადი კამერით.

სმარტფონების ზომა 6,2 დუიმია. მათი ოპერატიული მეხსიერება კი 4 და 6 გიგაბაიტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი