ვიზუალური ხელოვნება კულტურა

Giftery: როგორ შევიძინოთ საჩუქარი სახლიდან გაუსვლელად?

საჩუქრის შერჩევა არის ის რთული მისია, რომელიც, ალბათ, ყველას დიდ საგონებელში გვაგდებს. არის მომენტები, როდესაც საამისოდ უბრალოდ დრო არ გვაქვს ან, სულაც, შესაფერისი იდეა არ მოგვდის თავში, თუმცა საყვარელი ადამიანების გაბედნიერება ძალიან გვინდა.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ახალი ვებგვერდი, რომელიც ამ პრობლემას სრულად მოგიგვარებთ. თქვენ უკვე შეგიძლიათ საჩუქრის უსასრულო ძიების ნაცვლად, სახლში, თბილად მოკალათდეთ და ეწვიოთ www.giftery.ge-ს.

Giftery.ge არის ონლაინ საჩუქრების მაღაზია/საძიებო სისტემა, სადაც განთავსებულია, როგორც თავად მაღაზიის მიერ შემოთავაზებული საჩუქრები, ისე ქართული ბრენდების მიერ წარმოებული პროდუქცია. კომპანიის მისი მთავარი მისიაა, მომხმარებლებისათვის ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც საჩუქრის არჩევა მაქსიმალურად გამარტივებული იქნება და საჩუქრები დახარისხდება კატეგორიების მიხედვით. მომხმარებელს შეეძლება ვებგვერდზე აირჩიოს ადრესატი, მაგალითად: ბაბუა და მიიღოს მისთვის შესაფერისი საჩუქრების ჩამონათვალი. ასევე, შესაძლებელია ბრენდის არჩევა და მხოლოდ არჩეული ბრენდის პროდუქციის დათვალიერება. იქნება სადღესასწაულო კატეგორიები (ახალი წელი, აღდგომა, ვალენტინობა) და ა.შ. სადაც განთავსდება ამ დღეების შესაფერისი სპეციალური პროდუქცია. არჩეული საჩუქარი კი მომხმარებელთან 24 საათის განმავლობაში გაჩნდება.

როგორც მისი დამაარსებელი ამბობს, იდეა მაშინ გაჩნდა, როცა თბილისის ცენტრალურ უბანში საჩუქრის შესარჩევად გამოსულს მაღაზიებში არსებული პროდუქცია და საჩუქრის შესაძლო ვარიანტები ბოლომდე არ აკმაყოფილებდა და რაღაც ახალი, განსხვავებული სურდა. საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ მსგავსი პლატფორმა თავად შეექმნა და მის ადგილას მყოფი სხვა ადამიანებისთვის საქმე გაემარტივებინა.

”დაიბადა იდეა, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს საყვარელი ადამიანის გაბედნიერება ისეთი საჩუქრით, რომელსაც ის იმსახურებს და ინტერნეტში დიდხნიანი ქექვის შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოში ნამდვილად კეთდება ასეთი ნივთები, უბრალოდ ინფორმაციისა და დროის უქონლობის, სიზარმაცის და სხვადასხვა ფაქტორის გამო, ჩვენ არ გვაქვს ამ ნივთებზე წვდომა. გიფთერი ის საიტია, რომელშიც გრძნობების და ემოციების დიდი ნაკადია ჩაქსოვილი და და უამრავი სხვა საჩუქრიდან მხოლოდ საუკეთესოებია გაფილტრული.” – ამბობს ლუკა გაბიძაშვილი.

ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა მხოლოდ ონლაინშია შესაძლებელი. აქცენტი სწრაფ მომსახურებაზე კეთდება და სლოგანიც შესაბამისი აქვს – ქარივით სწრაფი საჩუქარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის აუცილებელია, რომ ეწვიოთ მაღაზიის ვებგვერდს ან facebook გვერდს, თუმცა იქამდე, შეგიძლიათ ჩვენთან დაათვალიეროთ Giftery-ის სტიკერები.

კომენტარები

კომენტარი