საშემსრულებლო ხელოვნება

მერლინ მენსონს სექსუალურ შევიწროებასა და რასიზმში ადანაშაულებენ

მსახიობი ჩარლინ იი მერლინ მენსონს სექსუალურ შევიწროებასა და რასიზმში სდებს ბრალს. მომღერალს ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მსახიობმა თავის უკვე გაუქმებულ ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერდა, რომ მერლინი სერიალის House გადაღებების დროს მივიდა სტუდიაში, რადგან იგი დიდი ფანი იყო ამ შოუსი. ადგილზე კი მანდილოსნების მიმართ უხამსად ხუმრობდა, ხოლო ჩარლინ იის კი ჩინელი კაცი (China man) უწოდა.

ჩარლინმა პატარა პაუზის შემდეგ მეორე განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ძალიან გამაღიზიანებელია იმ ადამიანის ნახვა ინტერნეტსიცრცეში, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მას და როდესაც იგი ლაპარაკობს ამ ყველაფერზე თავს უბრალოდ დაჩაგრულად გრძნობს.

თავად მერლინი ჯერჯერობით ამ სკანდალს არ გამოხმაურებია, მაგრამ მისმა წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომღერალი უკვე რამდენიმე თვეა სოციალური მედიის ყურადღების ცენტრშია სხვადასხვა სიახლის გამო.

კომენტარები

კომენტარი