ვიზუალური ხელოვნება

დღეს მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს მუზეუმის საერთაშორისო დღეა. თარიღი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.

18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლიდან არის.  მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება – ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა.

თარიღს  საქართველოს ეროვნული მუზეუმიც უერთდება  და უკვე მე-10 წელია, მუზეუმის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად აღნიშნავს „მუზეუმის კვირეულით.

კომენტარები

კომენტარი