საშემსრულებლო ხელოვნება

სილვესტერ სტალონე უცნაურ ჭორებს გამოეხმაურა, ის ცოცხალია

სოციალურ მედიაში ხშირად ვრცელდება სხვადასხვა სახის ჭორი, მაგრამ ბოლოს გავრცელებულმა “სიახლემ” ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

ძალიან ბევრგან დაიწერა, რომ თითქოს სილვესტერ სტალონე პროსტატას სიმსივნის გამო გარდაიცვალა, რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

ეს ყველაფერი მსახიობმა იუმორით მიიღო და თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო რუს მოკრივესთან, სერგეი კოვზალევთან ერთად, სადაც სპარინგის იმიტაციას აკეთებენ.

Credit: Sylvester Stallone/Instagram

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ჭორი პირველად არ გაჟღერებულა მედიაში. 2014 წელს თქვეს, რომ მსახიობი ვითომ ავსტრალიაში, ავარიაში დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ სილვესტერ სტალონე დაიბადა ქალაქ ნიუ-იორკში, ფრენკ სტალონესა და ჯეკი სტალონეს ოჯახში. მამამისი ფრანკ სტალონე პარიკმახერი იყო, დედა, ჯეკი სტალონე (ჟაკლინი) კი – ასტროლოგი, ყოფილი მოცეკვავე და ქალთა ჭიდაობაშიპრომოუტერი. სლაის უმცროსი ძმა ფრენკ სტალონე მსახიობი და მომღერალია. სტალონეს მამა დაიბადა გოია დელ კოლში (აპულია, იტალია) და ბავშვობაში აშშ-ში ემიგრირებით გადასახლდა. სლაის დედა ნახევრად რუსულ-ებრაული და ფრანგული წარმოშობისაა.

კომენტარები

კომენტარი