კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

რატი წითელაძე ”ბერლინალეს” 10 რჩეულ პროდიუსერს შორისაა

საქართველოს კიდევ ერთი წარმატება ბერლინალეზე – ქართული პროექტის “ცარიელი სახლის” პრეზენტაციამ ბერლინალეზე წარმატებით ჩაირა .

“ცარიელი სახლი” ბერლინალეზე 10 რჩეულ პროექტს შორის მოხვდა და Berlinale Co-Production Market-ზე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კინო ინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე ის ნინო ვარსიმაშვილმა და რატი წითელაძემ წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ რატი წითელაძე 10 რჩეულ პროდიუსერს შორის იქნა შერჩეული Berlinale – Berlin International Film Festival Talent Project Market-ზე.

30 წლის მსახიობმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა სპორტული კარიერის შემდეგ, 2010 წელს, დააარსა კინოკომპანია ArtWay Film. მას შემდეგ ის არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი გახდა და ამჯერად უკვე ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზეც მოიპოვა აღიარება.

“ცარიელი სახლი” ასევე შერჩეული იყო Cannes-ზე, მოპოვებული აქვს პრესტიჟულიEurimages ჯილდო და Locarno Festival-ზე სპეციალური აღნიშვნის პრიზი. რატი კი შერჩეული იქნა Festival de Cannes Cinéfondation-ის მიერ 6 საუკეთესო რეჟისორს შორის.

კომენტარები

კომენტარი