ვიდეოები კინო

ირაკლი კვირიკაძე ცნობილ მსახიობებთან ერთად ”ბერლინალეს” წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ცნობილ მსახიობებთან ერთად ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. ვიდეო, რომელშიც ირაკლი კოლეგებთან ერთად კამერების წინ პოზირებს, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა.

European Film Promotion-ის გადაწყვეტილებით, ირაკლი კვირიკაძე 10 ყველაზე ნიჭიერ ევროპელ „ამომავალ ვარსკვლავს“ შორის მოხვდა. Shooting Stars-ის ნომინაციაში ქართველი მსახიობი რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის მოხვდა.

“მძევლები”  2017 წელს გამოვიდა და ამავე წელს „კინოტავრის” ორგზის პრიზიორი გახდა.

კვირიკაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამსახიობო კურსი Stella Adler Studio of Acting-ის სტუდიაში გაიარა, რომელიც თავის დროზე დაამთავრა რობერტ დე ნირომ, ბენისიო დელ ტორომ და მარკ რუფალომ.

ამ დროისთვის ირაკლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. აღნიშნული როლი სრულმეტრაჟიან ფილმში მისთვის სადებიუტო იყო.

დღეს Berlinale Palast-ში 10 ყველაზე ნიჭიერ ევროპელ ვარსკვლავს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი