ვიდეოები ვიზუალური ხელოვნება კინო საშემსრულებლო ხელოვნება

სალვადორ დალი, უოლტ დისნეი და პინკ ფლოიდი

სათაურის დანახვისას ალბათ ვერ მიხვდით თუ რა შუაშია ეს სამი სახელი ერთმანეთთან, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც კავშირი არსებობს მათ შორის.

1945 წელს დალისა და უოლტ დისნეის შორის წარმოიქმნა შესანიშნავი იდეა, რომლის თანახმადაც, უნდა შექმნილიყო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, სადაც სალვადორ დალის ნახატებს უოლტ დისნეი ანიმაციურ სახეს მისცემდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი კრიზისის გამო, ეს შეთანხმება არ შედგა.

საბოლოოდ, უოლტ დისნეიმ მოახერხა და ამ იდეას ფრთები 2003 წელს შეასხა.

“არტნიუსი” გთავაზობთ მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს, რომელიც იუთუბზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, ფონად კი ლეგენდარული როკ-ჯგუფის, პინკ ფლოიდის მუსიკა ადევს. ფილმში ყურადღება მიაქციეთ მონსტრებს და დააკავშირეთ ისინი დალის ნამუშევრებთან.

კომენტარები

კომენტარი