კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

როგორ გაახალისა გაფერადებულმა სოფელმა ადგილობრივების ცხოვრება და აალაპარაკა სოციალური მედია

ერთი თვის წინ ინდონეზიის ეს უძველესი სოფელი ტურისტებისთვის საერთოდ არ ყოფილა მიმზიდველი. ეს მანამდე ხდებოდა, სანამ სოფლის მაცხოვრებლებს საღებავის ქილებს დაურიგებდნენ და საქმეს შეუდგებოდნენ.

ახლა კი კლაკნილი ქუჩების წერტილოვანი კედლები მთელ ინტერნეტში დიდ ყურადღებას იქცევს. ფოტოებს ჰეშთეგით #kampungpelangi მთელი მსოფლიო აზიარებს და უფრო და უფრო ცნობილი ხდება.

თემის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა სლამეტ ვიდოდომ ბიუჯეტის გადანაწილება ადგილობრივ სხვა  სოფლებზეც მოითხოვა, რათა შემოქმედებითობის გამოყენებით მსგავსი ეფექტი სხვა რეგიონებშიც მიღოთ.

ბოლოს, სოფლებს 300 მილიონი რუპია გამოუყვეს  ფუნჯებისა და საღებავების შესაძენად და თითქმის ყველა სახლი სახურავიდან საძირკვლამდე მთლიანად გააფერადეს.

მოხატულობა წარმოადგენს კაშკაშა გულს, ადამიანის სიმაღლეზე მორგებული ანგელოზის ფრთებს, დინოზავრებსა და უბრალო წინწკლების.

გამომცემლობამ Vogue სოფლები დაახასიათა როგორც „ფიზიკურ ფორმებში განსხეულებული მარა ჰოფმანის მისტიკურად ჩახუჭუჭებული რგოლები“.

სლამეტ ვიდოდო იმედოვნებდა, რომ სოფელი შეიცვლებოდა როცა ნახავდა მხატვრობით გარდაქმნილ სხვა მდინარისპირა სოფლებსაც, როგორიცაა კოდი ჯორჯაში და ჯოპიდანი მალანგში.

კომენტარები

კომენტარი