კულტურა

ამერიკის ლეგენდარული როკჯგუფი „აეროსმიტი“ საქართველოში ჩამოდის

20 მაისს, 19:00 საათზე, Check In Georgia-ს პროექტის ფარგლებში, Black Sea Arena ყველა დროის საუკეთესო როკჯგუფ „აეროსმიტს“ უმასპინძლებს.

ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურ Aero-Vederci Baby-ს ფარგლებში წარსდგება. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი 18 ქვეყანას ეწევევა.

ამერიკის უდიდესმა როკენროლ ჯგუფმა 100 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა. 45-წლიანი არსებობის განმავლობაში, ჯგუფმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო – მათ შორის: 4 Grammy Awards, 8 American Music Awards, 6 Billboard Awards და 12 MTV Awards. Aerosmith-ის თითქმის ყველა სიმღერა ჰიტად არის ქცეული.

„აეროსმიტის“ კონცერტზე დასაწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

კომენტარები

კომენტარი