ვიდეოები

საქართველოს წლის საუკეთესო Coub-ერები გამოვლინდნენ

Coub–ები 2017 წელს საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა. თითქმის არც ერთ მნიშვნელოვან მოვლენას არ ჩაუვლია ისე, რომ ქართველ ”ქუბერებს” მასზე სასაცილო 10 წამიანი, მცირე ვიდეო არ გაეკეთებინათ. ახალი სიცოცხლე შეიძინეს ძველმა კურიოზებმა და პოპულარულ ქუბებად იქცნენ, ერთი შეხედვით არცთუ ისე სასაცილო კადრები.

ეს მიმდინარეობა ჩვენს ქვეყანაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ 17 თებერვალს, წლის საუკეთესო Coub-ებიც კი გამოავლინეს. დაჯილდოება  IMedia Hub-ისა და Coub Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.

გამორჩეული ნამუშევრები გამოვლინდენ 6 ნომინაციაში:

წლის საუკეთესო Coub-ერი გიორგი მეშველიანი გახდა.

საუკეთესო რადიო Coub-ის ავტორი კი – გიორგი მჭედლიშვილი.

საუკეთესო Mashup – ირაკლი კვინიკაძე

საუკეთესო Coub ქართულ თემატიკაზე – გიორგი მეშველიანი

ყველაზე დაუფასებელი ქოუბი – ამირან ჯიმშერაშვილი

სპონსორის (Menu.ge) რჩეული – უჩა გოგიჩაიშვილი

ორგანიზატორების განცხადებით, დაჯილდოება ყოველწლიური იქნება.

კომენტარები

კომენტარი