ვიდეოები

BBC: 3D რეკონსტრუქციის გზით წმინდა ვალენტინის სახე აღადგინეს (ვიდეო)

საინტერესოა, როგორ გამოიყურებოდა წმინდანი, რომელიც მე-3 საუკუნეში, იტალიის ქალაქ ტერნესში ცხოვრობდა და მოწამეობრივად აღესრულა?

მის სახელს უკავშირდება დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა უმეტესგან არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული არაა.

ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, რომელიც 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა კლავდიუს II-მ სიკვდილით დასაჯა ქრისტიანული წმინდა საიდუმლოებების აღსრულების გამო.

წმინდა ვალენტინმა უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა. სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფმა, ზედამხედველის ქალიშვილი – ჯულია გაიცნო და გულში ჩაუვარდა. შეყვარებულმა მღვდელმა სიკვდილის წინ ქალიშვილს სასიყვარულო ბარათი მისწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა.

სააგენტო BBC ავრცელებს ბრაზილიელი დიზაინერის, სისერო მორაეშის მიერ 3D რეკონსტრუქციის გზით აღდგენილ წმინდა ვალენტინის სამგანზომილებიან გამოსახულებას, მისი გარეგნობის დეტალების განსაზღვრისათვის დიზაინერმა წმინდანის თავის ქალა გამოიყენა.

შეგახსენებთ, მართლმადიდებლური კანონიკით, ყველა წმინდანი რომელიც 1054 წლამდე (კათოლიკური ეკლესიის გამოყოფამდე) მოღვაწეობდა ევროპაში, მართლმადიდებლურ წმინდანად მიიჩნევა.

 

კომენტარები

კომენტარი