შემოქმედებითი ინდუსტრიები

სკანდალი ჯგუფ „სახეს“ ვარკვლავის გარშემო

მუსიკალური ჯგუფის „სახეს“ ვარსკვლავის გახსნა დაპირისპირების მიზეზი გახდა. საქართველოს  კულტურის პალატის პრეზიდენტი  დათო ოქიტაშვილი   აცხადებს, რომ ვარსკვლავის გახსნით საავტორო უფლებები დაირღვა და იგი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

ოქიტაშვილი ასევე აცხადებს, რომ ჯგუფ „სახეს“ არ აქვს საიმისო შემოქმედებითი წარსული, რომ მისთვის ვარსკვლავი გაეხსნათ.

„ჯგუფი „სახეს“  ვარსკვლავის გახსნა კანონდარღვევით მოხდა. ამის ინიციატორ დათო ხუჯაძის უკან კი ნიკა რურუა დგას. ჯგუფი „სახეს“ ვარსკვლავის გახსნის წინააღმდეგი იმ მიზეზითაც ვიყავი,  რომ ჩემი  აზრით ჯგუფს საამისო ისტორია არ აქვს, ასევე „სახე“ სრულყოფილი სახით არც ახლა შეკრებილა, რადგან კონცერტში გოგა ხაჩიძე არ მონაწილეობდა, თუმცა თუ კომპოზიტორთა კავშირის, კულტურის სამინისტროდან და დედაქალაქის მთავრობიდან თანხმობის წერილი მოვიდოდა მე  მზად ვიყავი  ვარსკვლავი გამეხსნა.  ერთ თვეშ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარსკვლავი იხსნებოდა. დავურეკე და ვკითხე, სად იყო წერილი? მიპასუხა- ყველამ უარი მითხრა და გადავწყვიტე, რომ ვარსკვლავი თვითონ გავიხსნაო… წარმოგიდგენიათ?! ამ ერთმა კაცმა თავზე გადაუარა ჩვენ ჩვიდმეტი წლის ნამუშევარს, მაგრამ აქ მხოლოდ ხუჯაძე არაფერ შუაშია, ვფიქრომ მის უკან ნიკა რურუა დგას.  იქნებ “ვარსკვლავოსანი” ხუჯაძე ვინმემ დაარიგოს ძაან ბევრ ცრუ იმფორმაციას ავრცელებს. აუყვანეთ იურისტი იქნებ ამეცადინოს სად რა უნდა თქვას. ვატყობ სასამართლოში მოუწევს თავის მართლება. შეხვედრამდე, დათუნ!“- განაცხადა ოქიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფ „სახეს“ ვარსკვლავი თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ 14 მაისს გაიხსნა. სწორედ ამ დღეს ჰქონდა მუსიკალურ ჯგუფს შემოქმედებითი გალა-კონცერტიც, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლებიც მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი