კულტურა

გერმანიის გენიალური გეგმა ჰაერის დაბინძურების აღმოსაფხვრელად

როგორც ცნობილია, ევროკავშირი ჰაერის დაბინძურებისთვის ჯარიმების დაწესებას აპირებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისინი ხუთ სხვადასხვა ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფასოს გახდიან.

გერმანულმა მედიამ გამოაქვეყნა მთავრობის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ევროპის კავშირის ზეწოლის საფუძველზე ისინი იმ ხუთ ქალაქში, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე ყველაზე მაღალია, საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფასოს გახდიან.

წერილის ავტორები გერმანიის მთავრობის პირები, ბარბარა ჰენდრიკსი, ქრისტია შმიდტი და პიტერ ალტმაიერი არიან. წერილი კი ბრიუსელში, ევროპის გარემოვითარების კომისარს, კარმენუ ველასთან იქნა გაგზავნილი.

გერმანიის მთავრობის ამ გეგმის მიხედვით, გაცილებით მეტი ადამიანი დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლობას და დატოვებენ თავიანთ ავტომობილებს სახლში, რაც სხვადასხვა მავნე ნივთიერებების გამოყოფას, როგორიცაა CO, შეამცირებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება შემდეგ ქალაქებში: ბონი, ესენი, რეუტლინგენი, მანჰეინი და ჰერენბერგი.

გეგმაში, აგრეთვე, გაწერილია ელექტრო ტაქსებისა და ზოგადად ელექტრო ავტომობილების რაოდენობის გაზრდა.

 

კომენტარები

კომენტარი