სტილი, დიზაინი

ქართველი “მისტერ ვალენტინი 2018” ცნობილია

თბილისი გარდენ-ჰოლში მისტერ ვალენტინი 2018-ის კონკურსი დასრულდა. გამარჯვებულად კი სიღნაღელი 24 წლის გიგა ყორღანაშვილი დასახელდა. ქალთა გულთამპყრობელის სტატუსის გარდა, გამარჯვებულს მთავარი პრიზიც ერგო. ის სულ მალე ეგვიპტეში გაემგზავრება.

როგორც გამარჯვებულმა კონკურსანტმა გიგა ყორღანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის გამარჯვებას არ ელოდა, თუმცა, შედეგით ძალიან ბედნიერია.

კონკურსი „მისტერ ვალენტინი” პირველად 2009 წელს ჩატარდა. იდეის ავტორია ცნობილი ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძეა. მისი თქმით, ეს კონკურსი ქართველი მამაკაცებისთვის აუცილებელი იყო, რათა მათ, ბოლოს და ბოლოს, შეძლონ თავიანთი კომპლექსებისგან გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ „მისტერ ვალენტინის” გამარჯვებული 2017 წელს გახდა თსუ-ის სტუდენტი, 24 წლის თორნიკე ძავაშვილი.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი