კულტურა

სტუდენტების გაკეთებული სტენსილები განგებ წაშალეს

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლიდან დღემდე 1209 მშრომელია დაღუპული უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობის გამო. ამიტომაც, მემარცხენე სტუდენტურმა მოძრაობამ “აუდიტორია 115” საზოგადოების ყურადღება დემონსტრაციისკენ მიმართა. სოციალურ ქსელში მათ აქცია დაანონსეს, დაარიგეს ბანერები, ქალაქში კი სტენსილებით დაიწყეს პროპაგანდა.

საინტერესო ისაა, რომ სტენსილების წაშლა ვიღაცამ განგებ სცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას მწვანე მუშტისა და აუდიტორია 115–ის აქტივისტი ირაკლი კუპრაძე ავრცელეს ინფორმაციას და თან დაურთავს ფოტოებს:

“გუშინ სტენსილები გავაკეთეთ წარწერით ,,გვამებით სავსე ქალაქი”. დღეს კი ორგანიზებულად მივიდნენ ,,ამოუცნობი ბიძიები” და ზოგან საღებავით, და ზოგან ნახშირით წაშალეს წარწერები. ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ჩვენი ხმა არ ისმოდეს?!”

Image may contain: bridge and outdoor

No automatic alt text available.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 თებერვალს, 7 საათზე სტუდენტების ორგანიზებით იგეგმება საპროტესტო აქცია.

“არტნიუსი” გთავაზობთ ამ აქციის ანოტაციას:

“2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის.

მაშინ როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი! ეს არ არის თავისუფლება!
სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს!

მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას!

სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

14 თებერვალი, 19:00 საათი 
მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან პარლამენტისკენ!

წინააღმდეგობის დროა!”

კომენტარები

კომენტარი