კულტურა

პროფესიები, რომლებიც 2050 წლისთვის საერთოდ აღარ იარსებებს

ტექნოლოგიურმა განვითარებამ – ხელოვნურმა ინტელექტმა, ავტომატიზაციამ და რობოტიზაციამ – უამრავი პროფესია არააქტუალური გახადა და ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. რობოტიზაციის მიმდინარე ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2030 წელს მსოფლიოში 375 მილიონ ადამიანზე მეტი დარჩება უსამსახუროდ, ხოლო 800 მილიონზე მეტ დასაქმებულს ახალი სპეციალობის ათვისება მოუწევს.

პროგნოზი McKinsey Global Institute-ს ეკუთვნის. რობოტიზაცია არ ემუქრებათ შემოქმედებითი სამუშაოს მქონე ადამიანებს.  სამუშოების დაკარგვის პობლემა კი, ყველაზე მეტად, ჩინეთსა და ინდოეთს შეეხება. მაშ, რომელი პროფესიები აღარ იარსებებს 2050 წლისთვის? სია საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება:

მაღაზიის მოლარე – მსოფლიოში უკვე რამდენიმე მაღაზია არსებობს მოლარის გარეშე, სადაც ადამიანები პროდუქტის შტრიხ-კოდებს თავად ატარებენ, ხოლო მაღაზიის ხელოვნური ინტელექტი თანხის აღებასა და ხურდის დაბრუნებას უზრუნველყოფს.

ბუღალტერი – ნებისმიერი არაშემოქმედებითი საქმე, რომელიც მექანიკურ თვლასთან ასოცირდება ხელოვნურ ინტელექტს ადამიანზე უკეთ გამოუვა. ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს უახლოეს მომავალში პრობლემები ექნებათ.

მშენებლები – უკვე დღეს 3D პრინტერს კედლების აშენება ადამიანზე უკეთ და ზუსტად შეუძლია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთი პრინტერები რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებს ააგებს.

საბანკო ოპერაციების ოპერატორები – ამ პროფესიის ადამიანებს ჭკვიანი ტერმინალები შეცვლიან, რომლებიც მარტივად შეასრულებენ სასურველ ოპერაციებს.

დაცვის სამსახურისა და სატრანსპორტო კონტროლის თანამშრომლები – მათ დიდ ნაწილს დაცვის ავტომატიზირებული სისტემები ჩაანაცვლებს.

ფოსტის თანამშრომლები – უკვე არსებობს ჭკვიანი დრონების რამდენიმე პროგრამა, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება. დრონები ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაარიგებენ გზავნილებს. ერთ-ერთ მსგავს პროექტზე Amazon.com მუშაობს.

მძღოლები – Tesla-ს ბოლო წარმოების ელექტრონულ სატვირთო მანქანების კოლონას გადაადგილებისთვის მხოლოდ 1 მძღოლი სჭირდება, რომელიც პირველ მანქანას მართავს. დანარჩენ ავტომობილებს ავტომატურად შეუძლიათ მის კვალს გაჰყვნენ – ისე, რომ თავისი და სხვისი უსაფრთხოება არ დაარღვიონ. ტენდენცია რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო თვალში საცემი გახდება.

ბიბლიოთეკარები – რასაკვირველია, მომავალში ყველა ბიბლიოთეკა ავტომატიზებული სისტემებით იქნება აღჭურვილი.

კომენტარები

კომენტარი