ვიდეოები

ხარაგაულში თსუ-ის 100 წლისთავი თეატრალური დადგმით აღინიშნა (ვიდეო)

8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის გახდა. საუკუნოვანი იუბილე მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნა. სხვა ქალაქებს არ ჩამორჩა არც ხარაგაული და ქვეყნის უმთავრესი საგანმანათლებლო კერის დაარსების დღე განსაკუთრებულად აღნიშნა. ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის გალერეაში თეატრალური დადგმა გათამაშდა. მინი სპექტაკლში მონაწილეობა ხარაგაულის გიმნაზიის და დაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მასში გაცოცხლებულია უნივერსიტეტის დაარსების ისტორია.

ღონისძიების ვიდეომასალა ხარაგაულის მუზეუმმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი