ვიზუალური ხელოვნება კულტურა

როგორი იყო ბათუმი ერთი საუკუნის წინ?

ცნობილმა აზერბაიჯანელმა ხელოვანმა, ფოტომემკვიდრეობის მკვლევარმა და კოლექციონერმა, ბეჰრუზ ჰუსეინზადემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საკუთარ ფოტოარქივში შემონახული მასალები. ფოტომასალაზე აღბეჭდილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალური ფოტოები.

კოლექციამ მნახველების დიდი ყურადღება დაიმსახურა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორი იყო საუკუნის წინ ის ადგილები, რომლებიც დღეს რადიკალურად განსხვავებული იერით გვხვდებიან. ფოტოების საშუალებით ჩვენ თვალწინ ცოცხლდება ძველი ისტორია საკუთარი დამახასიათებელი, კოლორიტული უბნებით.

”არტნიუსი” პერიოდულად შემოგთავაზებთ მასალებს ფოტოარქივიდან ქალაქების მიხედვით. ამჯერად, თქვენ საშუალება გაქვთ იხილოთ შავიზღვისპირა ქალაქის, ბათუმის უნიკალური ფოტოისტორია. ეს ქალაქი მნიშვნელოვან სავაჭრო და სატრანსპორტო როლს ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის. ფოტოების უმრავლესობა გადაღებულია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე.

navigate_before
navigate_next

 

კომენტარები

კომენტარი