ვიდეოები შემოქმედებითი ინდუსტრიები

10 უცხოური რეკლამა, რომლებსაც ყველაზე მეტჯერ უჩივლეს

დღევანდელ საზოგადოებაში უკვე ცალკე კულტურად გამოიყო რეკლამები. რასაც ვხედავთ, ყველაფრის რეკლამირება ხდება და ეს ხან საინტერესოა, ხან მოსაწყენი, ხან კანონიერი, ხანაც კი უკანონო და უხამსი.

“არტნიუსი” ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 რეკლამას, რომელიც  გაასაჩივრეს.

აღსანიშნავია ის, რომ საერთო ჯამში, ათივე რეკლამის სახელზე, 29 997 საჩივარია შესული.

1. კენტუკის შემწვარი ქათამი (Kentucky Fried Chicken)

წელს KFC-ის რეკლამაზე, სადაც ქათამი რეპ მუსიკაზე ცეკვავს, შევიდა 755 საჩივარი. მომჩივანები ამბობდნენ, რომ ეს იყო უპატივცემულო ჟესტი ქათმების,  ვეგეტარიანელების, ვეგანებისა და ბავშვების მიმართ.

2. Moneysupermarket.com

 

Moneysupermarket.com-ის რეკლამის შემქმნელებმა უბრალოდ ცეკვის მოძრაობები ჩადეს მასში, მაგრამ ხალხმა ეს ყველაფერი გადაჭარბებულ სექსუალურობად და ჰომოფობიურად აღიქვა, რის შედეგადაც მის სახელზე 455 საჩივარი შევიდა.

3. Unliver

Dove advert

Dove-მა გამოუშვა რეკლამების სერია, რომელიც სახალხო ადგილებში ბავშვების ძუძუთი გამოკვებას უჭერდა მხარს. საზოგადოების ნაწილმა ეს ყველაფერი გაიგო როგორც ბავშვების წინააღმდეგ გაწეული პროპაგანდა, ზოგის თქმით კი  ეს რეკლამები ქალბატონებს მკერდის მოშიშვლებისკენ მოუწოდებდა. ჯამში 331 საჩივარი შვიდა და ამის გამო კომპანიას შემდეგ ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.

4. Match.com

Match.com ad

რეკლამა ორი ლესბოსელი გოგონას მგზნებარე კოცნით იწყებოდა, რის გამოც 1 200-ზე მეტი საჩივარი შევიდა კომპანიის სახელზე. მომჩივანები ამბობდნენ, რომ ეს ძალიან სექსუალური რეკლამა იყო და ბავშვებისთვის ამის ნახვა ზედმეტად ეჩვენებოდათ.

5. McDonald

მაკდონალდსმა გამოუშვა რეკლამა, სადაც დედა და შვილი საუბრობენ ბიჭის გარდაცვლილ მამაზე. როდესაც დედამ შვილს უთხრა რამდენიმე მსგავსება მამამისსა და მას შორის, ბავშვი გაბრაზდა, მაგრამ როდესაც დაამატა, რომ მათ ორივეს მაკდონალდსის ბურგერი უყვარდათ, ბიჭი დაწყნარდა. საჩივრებში ეწერა, რომ ეს რეკლამა შეურაცხმყოფელი იყო იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც ახლო ადამიანები დაკარგეს. საერთო ჯამში კი მოსახლებოა 256 საჩივრით დაკმაყოფილდა.

6. Reckitt Benckiser

V.I.Poo advert

207 საჩივარი.

რეკლამაში კომპანია გვასწავლიდა “საიდუმლოს” თუ როგორ გაგვექრო უსიამოვნო სუნი საპირფარეშოში, რის გამოც ძალიან ბევრმა მაყურებელმა ეს საწყენად მიიღო.

7. DSG Retail

Curry's advert131 საჩივარი.

DSG Retail-ის რეკლამაში ნაჩვენები იყო საშობაო სიტუაცია. მამა ეუბნება შვილებს, რომ ისინი შობას ტრადიციულად, ბუხართან გაატარებენ, რის გამოც ბავშვებს გული დასწყდათ. შემედგ კი დედა ხმამაღლა იცინის და ეუბნება, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, რის შემდეგაც ის ოჯახს შემდეგი ოთახისკენ უძღვება, სხდებიან ტელევიზორის წინ და ასე ატარებენ შობას. მომჩივანები ამბობდნენ, რომ ეს რეკლამა მატერიალიზმს უნერგავს ბავშვებს და ქრისტიანობაზე უარის თქმისკენ უბიძგებს.

8. Telefonica

o2 advert

რეკლამაში ორი ბიჭი ერთმანეთს კოცნის, ამ დროს ერთ-ერთს ტელეფონი დაუვარდება და მაგიდაზე დაეცემა. რეკლამა ემსახურებოდა ტელეფონის ეკრანის უფასო შეცვლას, მაგრამ ხალხმა ეს ყველაფერი გამაღიზიანებლად მიიღო და უამრავი საჩივარი დაწერა. მათი თქმით, რეკლამა ერთსქესიანთა ურთიერთობის პროპაგანდას ახდენდა, რაც მათი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

9. Macmillan Cancer Support

რეკლამა სწრაფად ცვალებადი კადრებისგან შედგებოდა, რომლებიც შეიცავდა ღებინების, ქიმიოთერაპიისა და აბაზანაში დაცემის კადრებს. ხალხმა საჩივარი გამოთქვა იმიტომ, რომ ეს არა სიმსივნის წინააღმდეგ პროპაგანდა, არამედ უბრალოდ გამაღიზიანებელი და დამთრგუნველი რეკლამა იყო, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

10. Mars Chocolate (Maltesers)

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია უკვე მეორე წელია ამ სიაში ხვდება. რეკლამაში გოგონას თავის შეყვარებულთან რომანტიკული დროის გატარებისას სპაზმი დაეწყო, რაც მაყურებელთა აზრით ძალიან გამაღიზიანებელი იყო. ძალიან ბევრი კი ამ გოგონას დღემდე ეძებს.

კომენტარები

კომენტარი