ვიდეოები შემოქმედებითი ინდუსტრიები

Intel-ის შოუ, რომელშიც 1200 დრონი მონაწილეობდა, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა (ვიდეო)

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს კომპანია Intel-ის მიერ შემოთავაზებული ვიზუალური სანახაობა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, რადგან მასში რეკორდული რაოდენობის, 1218 მანათობელი ჭკვიანი დრონი მონაწილეობდა.

ამ სანახაობით კომპანიამ ჩინურ EHang-ს აჯობა, რომლის რეკორდიც ვიზუალურ შოუში 1180 დრონის გამოყენება იყო. სააგენტო Wired-ის ინფორმაციით, ქარისა და სხვა სინოპტიკური ფაქტორების გამო Intel-ის დრონების შოუ წინასწარ იყო ჩაწერილი და გახსნის ცერემონიალზე მხოლოდ მისი ტრანსლირება ხდებოდა.

შეგახსენებთ, ზამთრის ოლიმპიური თამაშები პიონგჩანგში 9 თებერვალს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება. საერთო ჯამში, ოლიმპიადაზე მედლების 102 ნაკრები უნდა გათამაშდეს. ღონისძიებაში 2952 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

 

კომენტარები

კომენტარი